
სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს ვიდეო კადრებს, სადაც ასახულია, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი. კადრები გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის წინ არის გადაღებული.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გასვლის კადრებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის ვიდეო კადრები.
ნახეთ ვიდეო ⇓
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















