
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე, ბუსტერ დოზით აიცრა. ფხაკაძემ „მოდერნას“ ვაქცინა გაიკეთა.
აცრის ამსახველი ვიდეო ექსპერტმა „პრაიმტაიმს“ გამოუგზავნა.
„ეს არის ჩემი მესამე ვაქცინა, „მოდერნა“ გავიკეთე ამ წუთას და ძალიან მიხარია, რომ მეტნაკლებად დაცული ვიქნები. ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენც“,- ამბობს ფხაკაძე.























