22:28 | 2021-07-08 ავტორი: Prime Time

VIDEO: მოძრავი Toyota Camry ქუჩაში აფეთქდა – შემთხვევა გამვლელებმა გადაიღეს

VIDEO: მოძრავი Toyota Camry ქუჩაში აფეთქდა – შემთხვევა გამვლელებმა გადაიღეს

ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში გადაღებული ვიდეო, რა დროსაც მოძრავი Toyota Camry მოულოდნელად რამდენჯერმე აფეთქდა.

 

თვითმხილველების თქმით, მძღოლი გადარჩა, მან პირველივე აფეთქების შემდეგ ცეცხლში გახვეული ავტომობილი დატოვა.

 

ადამიანი, რომელმაც თავდაპირველად ატვირთა ვიდეო, ამტკიცებს, რომ ავტომობილი ბუნებრივ აირზე მუშაობდა, თუმცა ცნობილია, რომ Toyota Camry ქარხნულად ამ სისტემით არ გამოდის.

 

არსებობს ვარაუდი, რომ მფლობელმა საკუთარი ინიციატივით გაზის სისტემა დაამონტაჟა, შესაძლოა, ამითაც აიხსნას აფეთქების მიზეზი.

 

ფაქტია, მძღოლს ძალიან გაუმართლა, რომ ამ ინციდენტს ცოცხალი გადაურჩა.

 

ავტორი: Prime Time

X