18:20 | 2021-10-29 ავტორი: Prime Time

VIDEO: მოგვიწევს მაიდანი… ერთი ორი ადამიანი რომ დაზიანდება, პროცესები წავა უმართავი – სუსი „ნაცმოძრაობის“ გეგმებზე სკანდალურ ჩანაწერს ასაჯაროებს

VIDEO: მოგვიწევს მაიდანი… ერთი ორი ადამიანი რომ დაზიანდება, პროცესები წავა უმართავი – სუსი „ნაცმოძრაობის“ გეგმებზე სკანდალურ ჩანაწერს ასაჯაროებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სკანდალურ ჩანაწერს ასაჯაროებს. ჩანაწერი საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს ეხება.

 

„სუსის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს – მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნულ დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშაულებით ბლოკირებას ითვალისწინებს. მათ გაზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული მოქმედებების განხორციელებით, გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით, ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებას. მსგავს ქმედებებს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მსჯავდებული მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც“, – აცხადებენ სუს-ში.

 

ავტორი: Prime Time

X