
ამ კადრებმა მსოფლიო მედია შეძრა, ვინც ნახა, ყველა ატირდა, გამონაკლისი არც ბერძენი ჟურნალისტი იყო. ის მოხუცს ესაუბრება, რომელსაც საკუთარი სახლის დატოვება არ უნდა და ამბობს, რომ ეშინია არა ცოცხლად დაწვის ან სიკვდილის, არამედ – მშობლიური სახლის განადგურების.
ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება აქვეყნებს.
მოხუცი უკვე სუსტადაა, ჰაერის ნაცვლად ნახანძრალ კვამლს ყლაპავს, ვეღარც საუბრობს, მაგრამ დღე-ღამის განმავლობაში თავისი სახლის გადასარჩენად წყალს ასხამს, ასე ებრძვის მოხუცი საბერძნეთში არსებულ მასშტაბურ ხანძარს.
“სახლს თავს არ დავანებებ, დღე და ღამე არ მძინავს, სახლის გარშემო მიწას ვასველებ და დაწვისგან სახლს ასე ვიცავ.” – ამბობს მოხუცი.
როცა მას უთხრეს, რომ საფრთხის გამო სახლი უნდა დაეტოვებინა, დასვა კითხვა “სად წავიდე?” – რიტორიკულ და ყველაზე ემოციურ შეკითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად ჟურნალისტს აეტირა.
ნახეთ აუცილებლად საკითხავი ინფორმაციები ⇓






















