23:31 | 2021-04-06 ავტორი: Prime Time

VIDEO: მოსალოდნელია საზღვაო კატასტროფა – ნავთობით დატვირთული გემი შტორმის გამო შესაძლოა ნორვეგიის სანაპიროზე ამოტრიალდეს

VIDEO: მოსალოდნელია საზღვაო კატასტროფა – ნავთობით დატვირთული გემი შტორმის გამო შესაძლოა ნორვეგიის სანაპიროზე ამოტრიალდეს

ჰოლანდიური გემი, რომელზეც 350 ტონა მძიმე ნავთობი და დაახლოებით 50 ტონა დიზელის საწვავია, შესაძლოა შტორმის გამო ნორვეგიის სანაპიროზე ამოტრიალდეს.

 

ხომალდის ბორტზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, მათი ევაუკაცია მაშველებმა უკვე განახორციელეს. ამ დროისთვის სამაშველო სამსახურის მთავარ ამოცანად რჩება მინიმუმამდე შეამცირონ გემის ამოტრიალების რისკი, რათა ნორვეგიის წყლებში დიდი ოდენობით ნავთობის ჩაღვრა არ მოხდეს.

 

ავტორი: Prime Time

X