
არენის მშენებელი კომპანია „შპს სტადიონი“ სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს თუ როგორი იქნება ახლადაშენებული სტადიონი განათების დროს. კომპანიის განცხადების მიხედვით, სხვადასხვა სახის ღონისძიების მასპინძლობისას, განსხვავებული განათების ჩართვაა შესაძლებელი.
„განათების ფერები, მოძრაობა და ანიმაცია დამოკიდებულია ღონისძიების ფორმატსა და შინაარსზე. მისი უნივერსალურობა საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა სახის ღონისძიებას შესაბამისი გარე განათება შევუხამოთ“ – წერია კომპანიის განცხადებაში.
სტადიონის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და გახსნამდე მცირე სამუშაოებია დარჩენილი. ტრიბუნები 20 ათას მაყურებელს დაიტევს.
განათების ფერები, მოძრაობა და ანიმაცია დამოკიდებულია ღონისძიების ფორმატსა და შინაარსზე. მისი უნივერსალურობა საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა სახის ღონისძიებას შესაბამისი გარე განათება შევუხამოთ ?
Geplaatst door შპს სტადიონი – LTD Stadium op Donderdag 6 februari 2020






















