
„იმედის“ „ავტოგრაფი“ ნატო გელაშვილის შემოქმედებას მიეძღვნა. კომპოზიტორმა ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენა, თუმცა მაყურებლისთვის განსაკუთრებულად ემოციური გამოდგა მომენტი, როდესაც ახალი სიმღერის პრემიერა შედგა. ის კომპოზიტორმა გარდაცვლილ მეგობარს, გიო ხუციშვილს მიუძღვნა.
„როცა გიო გარდაიცვალა, ჩემდა უნებურად, მოულოდნელად, ერთი ამოსუნთქვით დავწერე. ვისაც უყვარდა სიმღერა, ეს ქალაქი და ამ ქალაქში გულიანად სიყვარული, მას მინდა მივუძღვნა“.






















