
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეიქმნა ფორუმი „ცხოველების სასიკვდილო თამაშები”, სადაც პატრონები ძაღლების ჩხუბზე ფსონს დებენ.
ნარკოტიკული ნივთიერებით გაბრუებული ძაღლები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებდნენ.
ფორუმის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ერთ-ერთი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ვიდეო 2019 წელს იყო გადაღებული და პოლიციის მხრიდან მრავალჯერ გაფრთხილების მიუხედავად, მეპატრონეები სასტიკ შეჯიბრებებს თავს არ ანებებდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქსელში ვიდეოს გავრცელების შემდეგ პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა, რომელიც აღნიშნულ ფორუმს ხელმძღვანელობდნენ, კიდევ 2 პირი – იძებნება.
4 დაკავებულიდან 2-ს ბრალდება დაუმძიმდათ, რადგან ნაროტიკულ საშუალებებს იღებდნენ.























