20:49 | 2020-09-11 ავტორი: თამარ ბუჩუკური

Video: პარლამენტთან ე.წ. პატარძლების აქციაზე არცერთი პატარძალი არ იყო

Video: პარლამენტთან ე.წ. პატარძლების აქციაზე არცერთი პატარძალი არ იყო

პარლამენტთან  საპროტესტო აქცია დაიწყო.ადგილზე, ივეთნმენეჯერები, მომღერლები, დიჯეები, ფოტოგრაფები და გასართობი ცენტრების თანამშრომლები შეიკრიბნენ. ისინი მთავრობის მიერ პანდემიის გამო, დაწესებულ შეზღუდვებსა და რეგულაციებს აპროტესტებენ.

 

აქციას კი მედიაში პირობითად პატარძლების აქცია დაერქვა, სადაც არცერთი პატარძალი არ იყო.

 

მომიტინგეები პრემიერმინისტრს, ბიზნესომბუდსმენსა და ჯანდაცვის მინისტრს მიმართავენ, მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებას სთხოვენ, რათა ფუნქციონირება შეძლონ.

 

შეკრებილები მთავრობის მხრიდან, დალაპარაკებას და კითხვაზე პასუხს ითხოვენ – როგორ იცხოვრონ შემოსავლების გარეშე.

 

⭕LIVE: საპროტესტო აქცია პარლამენტთან

⭕LIVE: საპროტესტო აქცია პარლამენტთან

Posted by Prime Time on პარასკევი, 11 სექტემბერი, 2020

 

„პრაიმტაიმი“ პარლამენტთან აქციაზე მუშაობს და მომიტინგეების კომენტარებს გთავაზობთ.

 

ივენთმენეჯერი თამუნა მუსერიძე აცხადებს, რომ ის ადამიანები ჩაერთონ რეგულაციების დაწესების პროცესში, ვინც მუშაობენ სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებსა თუ ცენტრებში.

„ეს რეგულაციები არის დაუსაბუთებელი. ვითხოვთ, თითოეული ჩვენგანის ჩართულობით შედგეს შეზღუდვები და რეგულაციები. გამოვიდნენ მთავრობიდან და გვასწავლონ, როგორ შევძლოთ რეგულაციების პარალელურად, ცხოვრება“ – ამბობს თამუნა მუსერიძე.

 

 

ფოტოგრაფი ანუკი ერისთავიპრაიმტაიმთან ამბობს, რომ აღებული ავანსების დაბრუნების საშუალება აღარ აქვს.

 

„უამრავი დავრჩით სამსახურის გარეშე. გვიპასუხონ როგორ ვარჩინოთ ჩვენი შვილები?“ – ამბობს ანუკი ერისთავი. 

 

მომღერალი ამბობს, რომ რეგულაციების გამო, გაუქმებული 7 ქორწილიდან ავანსი აქვს აღებული, რომლის დაბრუნების საშუალება არ აქვს.

 

„კონკრეტულად ვიცოდეთ, რამდენ ხანს გვიწევს შემოსავლის გარეშე ცხოვრება? ხვალ ქორწილში უნდა მემღერა და ესეც ჩაიშალა. რეგულაციების დაცვით მუშაობის უფლება მოგვცენ, სხვას არაფერს ვითხოვთ. გვასწავლონ კორონავირუსსთან ერთად ცხოვრება ისე, რომ შიმშილით არ მოვკვდეთ. კორონავირუსის მოხდა მირჩევნია სიკვდილით შიმშილს.“ – ამბობს მომღერალი.

 

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბრიდან იუბილეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა აიკრძალა. მთავრობამ
ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X