
ქართველი „კანონიერი ქურდის“, კახა ფარფალიას გარდაცვალებამ რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების პროტესტი გამოიწვია.
ვრცელდება ერთ-ერთი საკნიდან გადაღებული ვიდეო, სადაც პატიმარი ფანჯრიდან სხვა პატიმრებს მიმართავს და ატყობინებს, რომ „უფროსი ძმა, კახა ფარფალია მოკლეს“.
პატიმრის შეძახილს მოსდევს სხვა პატიმრების სკანდირება – „ქურდებს სიცოცხლე!“
ქართველი „კანონიერი ქურდი“ კახა ფარფალია ომსკის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 24 სექტემბერს გარდაიცვალა.
→ ვრცელდება სკანდალური ვიდეო, რომელიც კახა ფარფალიას მკვლელობას ადასტურებს – ნახეთ დეტალები






















