
საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, 6-ბალიანი მიწისძვრა იყო. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბიძგები რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და კუნძულის მთელ ტერიტორიაზე იგრძნობოდა.
წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.8 ბალს შეადგენდა, ხოლო ეპიცენტრი ქალაქ ირაკლიონიდან 78 კმ-ში იყო.
რაიონის მერის, მანოლის ფრაგგაკისის თქმით, შენობების ნაწილი ჩამოინგრა, დაზიანებულია ეკლესიები და ინფრასტრუქტურა. სახანძრო სამსახურში კი შევიდა ინფორმაცია, რომ ორი პირი ჩამოშლილი შენობის ქვეშ აღმოჩნდა.
დაგაინტერესებთ: ამ წუთებში ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 20-ზე მეტი ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია – რატომ შემცირდა ვაქცინაციის ტემპი
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:






















