09:32 | 2021-04-06 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

Video: ქალ ფეხბურთელთა გუნდების კაპიტნებმა მატჩის დაწყებამდე აღდგომის აღსანიშნავად შეღებილი კვერცხები გატეხეს (ავსტრია)

Video: ქალ ფეხბურთელთა გუნდების კაპიტნებმა მატჩის დაწყებამდე აღდგომის აღსანიშნავად შეღებილი კვერცხები გატეხეს (ავსტრია)

ავსტრიაში ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩი კათოლიკურ აღდგომას დაემთხვა, ამიტომ თამაშის მონაწილეებმა ამ ფაქტის აღნიშვნვა გადაწყვიტეს. ამის შესახებ Refereeing World-ი წერს.

 

 

გამოცემის ინფორმაციით, მთავარმა არბიტრმა, მარინა აუფშნაიტერმა პირველი დარტყმის უფლების  ნაცვლად გუნდების კაპიტნებს შეღებილი კვერცხების გატეხვა შესთავაზა.

 

 

ნილენგბახის“ და „სანქტ-პელტენის“ კაპიტნები ერთმანეთს მოედნის ცენტრში დაუპირისპირდნენ. შეხვედრა „სანქტ-პელტენის“ გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X