16:41 | 2021-08-07 ავტორი: თამარ ბუჩუკური

Video: ქალი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ახლა შოკურ მდგომარეობაშია – ახალი ხანძრის კერა აფიდნეში

Video: ქალი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ახლა შოკურ მდგომარეობაშია – ახალი ხანძრის კერა აფიდნეში

საბერძნეთში ვითარება ტრაგიკულია, მოსახლეობა კი სასოწარკვეთილებაშია და საკუთარ თავზე კონტროლი აქვს დაკარგული.

 

მათ ყველაფერი დაკარგეს – სახლები, ბიზნესები, მშვიდი ცხოვრება. თუმცა, გადარჩენა და ცეცხლში გახვეული რეგიონებიდან გამოქცევა შეძლეს. ბერძნული მედიის ცნობით, ადამიანები სანაპიროებზე გარბიან.

 

ბერძნული ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი აფიდნეს ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც სცადეს, რომ ადგილობრივებისგან ინტერვიუ აეღოთ. ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც ცეცხლს პირდაპირი გაგებით გამოექცა, ამბობს, რომ მათ დასახმარებლად არავინ მისულა და წარმოდგენა არ აქვს, რა მდგომარეობაშია ახლა მისი სახლი.

 

ქალს, რომელიც ხანძარს სასწაულებრივად გადაურჩა, ჟურნალისტი გაესაუბრა. აალებული რაიონიდან ის დამოუკიდებლად გამოიქცა და თავი გადაირჩინა, მას არავინ დახმარებია. არავინ იყო ადგილზე, სადაც ცეცხლი ყველაფერს ანადგურებდა.

 

მართალია, მცირე დამწვრობები მიიღო, მაგრამ გადარჩა. ახლა, ყველაზე მეტად იმ სახლის ბედი აინტერესებს, სადაც ცხოვრების შეგნებული ასაკი გაატარა. მისთვის სისულელეა ყველა კითხვა, რაც დაისმის – როგორ შეძლო თავის დაღწევა, ვინ დაეხმარა და როგორია მისი მდგომარეობა…

 

ერთ მომენტში ქალი ჟურნალისტს ეუბნება, რომ სულელურ კითხვებს ნუ უსვამს. კადრებიდან ნათლად ჩანს, თუ როგორია ადგილობრივების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელთაც ყველაფერი დაკარგეს.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X