15:09 | 2021-10-02 ავტორი: Prime Time

VIDEO: „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც სცენას ამონტაჟებენ, ზურაბ ჯაფარიძე გიტარით მივიდა

VIDEO: „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც სცენას ამონტაჟებენ, ზურაბ ჯაფარიძე გიტარით მივიდა

„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ, სადაც ამ წუთებში სცენის მონტაჟი მიმდინარეობს, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მივიდა.

 

ჯაფარიძე სცენასთან გიტარით მივიდა.

 

ტრადიციისამებრ, არჩევნების დღეს, სახელისუფლო პარტიის ლიდერები საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად ოფისის წინ დადგმულ მონიტორზე ისმენენ არჩევნების წინასწარ შედეგებს.

 

„ზეიმი რომელზე იწყება ხომ არ იცით? „საუნდჩექისთვის“ რომელზე მოვიდე?“,- კითხულობდა ზურაბ ჯაფარიძე.

 

ე.წ. ეგზიტპოლები 20:00 საათიდან, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნდება.

 

დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.

 

მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

 

 

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X