
საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, რომელიც ორივე ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს, საბერძნეთის-ერთ ერთ კუნძულზე შოპინგისას პაპარაცებმა დააფიქსირეს.
როგორც ბერძნული მედია წერს, ის კუნძულ მიკონოსზე იმყოფება, სადაც თავისი მეორე ნახევრის, პარის კასიდოკოსტას იახტით ჩავიდა – ამის შესახებ ინფორმაციას ემიგრანტების საინფორმაციო პორტალი აქვეყნებს, რომელსაც “პრაიმტაიმი” უცვლელად გთავაზობთ:
“თამთა კოსმოპოლიტურ კუნძულ მიკონოსზე იმყოფება, სადაც თავისი მეორე ნახევრის, პარის კასიდოკოსტას იახტით ჩავიდა.
როგორც მედია იუწყება, თამთა თავის უნიკალურ სტილს არ ღალატობს. პაპარაცებმა ის მატოიანას ვიწრო ქუჩებში საყიდლებზე დააფიქსირეს. როგორც ჩანს, მომღერალი თავის გარდერობს ანახლებს.
ის თავის მეგობართან ერთად იმყოფებოდა, თუმცა, ცდილობდნენ ჟურნალისტების ყურადღება არ მიექციათ.” – წერს გამოცემა.






















