
მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი, ირლანდიური კრივის „ალექს ფერგიუსონი“ – ეს მცირე, მაგრამ მრავლისმთქმელი შეფასება ზაურ ანთიას მისამართით მრავალჯერ გაჟღერებულა.
ირლანდიაში კრივის საუკეთესო მწვრთნელი ქართული ფესვებით ყოველ წელს აოცებს მსოფლიო სპორტის წარმომადგენლებს.
მის ანგარიშზე 200-ზე მეტი მედალია, მრავალჯერ აფრიალებული გამარჯვების დროშა და აპლოდისმენტები, რომელიც დაიმსახურა თავისი ნიჭით, ადამიანობით, დაუღალავი შრომითა და განვითარებისკენ სწრაფვით.
ახლა ქართველი მწვრთნელი ტოკიოს ოლიმპიადაზე ახალი ჯილდოების მოსაპოვებლად ირლანდიელ შეგირდებს ამხნევებს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც გადაღებულია ზაურ ანთია, რომელიც როიალზე ასრულებს.
ერთი შეხედვით უხეში სპორტის სპეციალისტი საოცარი ჰაეროვნებით აჟღერებს Only Time -ს მელოდიის აკორდებს.
როგორც ვიდეოს ავტორი წერს, მსოფლიოში აღიარებული მწვრთნელი თავის სხვა შესაძლებლობებს კამერებთან არ ამჟღავნებს. ეს ვიდეო კი მან შემთხვევით გადაიღო.
ნახეთ ვიდეო ⇓