18:03 | 2021-12-08 ავტორი: Prime Time

VIDEO: ქორწილი ბათუმში, რეგულაციების დარღვევით – „ნაცმოძრაობის“ წევრები „მიშა მაგარიას“ მღერიან

VIDEO: ქორწილი ბათუმში, რეგულაციების დარღვევით – „ნაცმოძრაობის“ წევრები   „მიშა მაგარიას“ მღერიან

ქორწილი კოვიდ რეგულაციების დარღვევითა და პოლიტიკოსების მონაწილეობით. გუშინ, ბათუმში ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ქორწილი გაიმართა, რომელსაც პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. „მიშა მაგარია“ – ამ სიმღერის ფონზე ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად ოჯახის ახლობლებიც ქეიფობდნენ.

 

მრავალრიცხოვან ქორწილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ესწრებოდნენ, რომლებმაც მანამდე ბათუმში აქცია გამართეს და გარდაცვლილი კოლეგის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე აჭარის ხელმძღვანელობის გადადგომა მოითხოვეს.

 

ღონისძიება სოციალურ ქსელის მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, თუმცა, შრომის ინსპექციას ფაქტზე, ამ დრომდე, რეაგირება არ მოუხდენია.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X