
სანზონაში, სადაც 15 წლის მოზარდი მოკლეს, პოლიციაა მობილიზებული და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შემთხვევა ლიახვის ქუჩის მიმდებარედ მოხდა, დაჭრილი მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ნახეთ იმავე თემაზე: მოკლული დედასთან, სამსახურში იყო მისული – სანზონაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები






















