
მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ყოფილ მეუღლესა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე „ფარულ კონვერტში“ ხმამაღლა ისაუბრა. მაშინ მსახიობს უამრავმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.
ამჯერად, მაყაშვილმა შეყვარებულთან ერთად გადაღებული რომანტიკული ვიდეო გამოაქვეყნა. სიახლემ ნინუცას მეგობრები და გულშემატკივრები ძალიან გაახარა და ვიდეომ ბევრი თბილი კომენტარი დაიმსახურა.






















