11:30 | 2020-02-21 ავტორი: Prime Time

VIDEO: რა მოიმოქმედა დედამ, კორონავირუსის გამო, მის შვილს სწავლა რომ არ შეეწყვიტა

VIDEO: რა მოიმოქმედა დედამ, კორონავირუსის გამო, მის შვილს სწავლა რომ არ შეეწყვიტა

კორონავირუსის გამო ჩინეთში სკოლის მოსწავლეები განათლებას ონლაინ კურსების დახმარებით იღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას dailymail აქვეყნებს.

 

გამონაკლისი არც ჰუბეის პროვინციაში მცხოვრები 7 წლის ბი მენგქია. იმის გამო, რომ მათს სახლში ინტერნეტი ძალიან ცუდად იჭერდა, ბის დედამ გადაწყვიტა შვილისთვის ეზოში კორონავირუსისგან დამცავი პატარა „სახლი“ აეშენებინა, რათა მას განათლების მიღება არ შეეწყვიტა.

 

ამისთვის, ბის დედამ ბამბუკისა და პლასტმასის ფირფიტები გამოიყენა. ახლა ბის მშვიდად შეუძლია ონლაინ კურსებს მის ეზოში (სადაც ინტერნეტი კარგად იჭერს) დაესწროს.

ავტორი: Prime Time

X