
რუსთავში, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ ახალ ხიდთან მიმავალ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტისას არავინ დაშავებულა. მათ დროულად მოახერხეს მანქანიდან გადმოსვლა. ცეცხლს ადგილობრივები საკუთარი ძალებით დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში აქრობდნენ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა მოკლე ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ცეცხლმოკიდებულ ავტომობილს ჩაუარა სახანძროს მანქანამ. ფაქტს საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. თუმცა „ინფო რუსთავმა“ გაავრცელა სრული ვიდეო, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ პირველის ჩავლის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მეორე სახანძრო მივიდა.






















