
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია პატიმრობიდან ახალგათავისუფლებულ გიგი უგულავას მხარდამჭერებთან და თანამებრძოლებთან ერთად სახლში დახვდა.
ფაქტის ამსახველ ვიდეოს მელია სოციალურ ქსელში შემდეგი წარწერით აქვეყნებს:
„წინა გათავისუფლებაზე ვერ დავხვდი ციხესთან, მეტიც, ურთიერთობაც არ გვქონდა, რაზედაც მართალი გითხრათ, ყოველთვის თავისებური დისკომფორტი მქონდა, მაგრამ ბიძინა „კარგად“ გვყავდეს და ეს დისკომფორტიც გავანულე – ამჯერად შინ, ოჯახში დავხვდი და ჩადგმით მივულოცე გიგის თავისუფლება! მალე ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებულსაც მივულოცავ!“, – წერს
წინა გათავისუფლებაზე ვერ დავხვდი ციხესთან, მეტიც, ურთიერთობაც არ გვქონდა, რაზედაც მართალი გითხრათ, ყოველთვის თავისებური დისკომფორტი მქონდა, მაგრამ ბიძინა „კარგად“ გვყავდეს და ეს დისკომფორტიც გავანულე – ამჯერად შინ, ოჯახში დავხვდი და ჩადგმით მივულოცე გიგის თავისუფლება! მალე ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებულსაც მივულოცავ!Gigi Ugulava
Gepostet von Nika Melia am Freitag, 15. Mai 2020
შეგახსენებთ,15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იღებს მისთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას და იწყალებს გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილს.






















