
„არჩევანის თავისუფლება მიეცით მრევლს“?- ამ კითხვაზე მეუფე მიქაელი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ რასაკვირველია, მათ მრევლს ვაქცინაციასთან დაკავშირებით არჩევანის თავისუფლება მისცეს.
„გინდა თუ არა ვაქცინა, ვინ მეტყვის უნდა თუ არა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯერ ის კომპეტენტური პიროვნებები უნდა ჩამოყალიბდნენ, რომლებსაც ეწოდებათ ექიმები. ჯერ მსოფლიოში არ დალაგებულა ეს თემა“,- განაცხადა მეუფე მიქაელმა.
როგორც ცნობილი იყო, სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იყო.
შეგახსნებთ, რომ სინოდის სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა.
სინოდის სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოწვევით გაიმართა.






















