13:30 | 2021-03-23 ავტორი: Prime Time

VIDEO: რას ყვება თურქეთში სადისტურად მოკლული ქართველი ქალის მეგობარი

VIDEO: რას ყვება თურქეთში სადისტურად მოკლული ქართველი ქალის მეგობარი

თურქეთში გარდაცვლილი ქალის მეგობარი ყვება, რომ მკვლელობის დროს ქართველი თეონა თუაშვილი სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

 

როგორც გარდაცვლილის მეგობარი „რუსთავი 2“-თან საუბრისას აცხადებს, მოკლულს და მის მეუღლეს დაპირისპირება არავისთან ჰქონიათ, ამიტომ გაუგებარია რა მოხდა.

 

„22 მარტს დატრიალდა საშინელი ტრაგედია სტამბულში, გოგო მოკლეს სადისტურად ბინაში. იგი მაშინ მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა სახლში, მისი მეუღლეც არის დაჭრილი და იმყოფება საავადმყოფოში, არის უგონო მდგომრეობაში, გონს რომ მოვა, იმედია ყველაფერს მოყვება.

 

რას ყვება მოკლულის მეგობარი

 

 

 

სახლში 4 ადამიანი იყო შემოსული, მოხდა კონფლიქტი, მაგრამ რის ნიადაგზე და რატომ, ამას არ ამბობენ, ტელეფონით ხშირად მეხმიანებოდა ხოლმე ისიც და მისი მეუღლეც და არასდროს უთქვამთ, რომ რამე კონფლიქტი ჰქონოდათ ან ვინმესთან დაპირისპირება, ამიტომ გაუგებარია რა მოხდა“,- ამბობს გარდაცვლილი მეგობარი.

 

ცნობისთვის, თურქეთის ქალაქ სტამბულში ახალგაზრდა ქართველი ქალი თეონა თუაშვილი მოკლეს. ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული, მათ შორის ყელის არეში. მოკლულს ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

ორი დღე თბილისის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება შეწყდება - შეამოწმე შენი მისამართი
2021-03-23ორი დღე თბილისის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება შეწყდება - შეამოწმე შენი მისამართი
ავტორი: Prime Time

X