19:15 | 2021-07-14 ავტორი: სალომე ნეფარიძე

VIDEO: როგორ გამოიყურება ოკუპანტების ციხიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძე – პირველი კადრები

VIDEO: როგორ გამოიყურება ოკუპანტების ციხიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძე – პირველი კადრები

ზაზა გახელაძე უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა.  მას ერგნეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელი დახვდნენ.

 


ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X