
პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძის პირადი ცხოვრება, განსხვავებით, პოლიტიკური ცხოვრებისგან, სკანდალებით არ გამოირჩევა. ის ბადრი ბიწაძეზეა დაქორწინებული და წყვილს 2 ვაჟი ჰყავს. ნინო ბურჯანაძის პირველი შვილი დედის გზას გაჰყვა და ისიც პოლიტიკოსი გახლავთ.
როგორი იყო ნინო ბურჯანაძე შეყვარებულობისას – ამაზე პოლიტიკოსი ერთ-ერთ გადაცემაში საუბრობს.
„როგორც ჩემი ქმარი ამბობს, ვიქცეოდი ძალიან ცუდად. რაღაც პერიოდის წინ შვილებთან მიჩივლა, გამიმწარა მთელი სტუნდეტობაო – კინოში არ წამომყვა, არსად წამომყვა, შეყვარებულობის პერიოდი არ შემარგოო.
მე ძალიან მიყვარს კალათბურთი, დამპატიჟა კალათბურთზე, მე ჩვენი ახლობლის შვილი წავიყვანე, რომელიც ჩემზე 7 წლით პატარაა და ჩავისვი შუაში. სახლში რომ მომყავდა ჩვენი ახლობლის შვილი, მითხრა, შენ მაგ ბიჭს უყვარხარო. დღემდე მაძახებს, რომ არ შემარგო შეყვარებულობა“, – ამბობს ბურჯანაძე „მხოლოდ ლელასთან“.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:























