16:44 | 2021-02-17 ავტორი: თამარ ბუჩუკური

Video: “რუსეთი ოკუპანტია” – ამ წარწერით და საქართველოს რუკის სტიკერით ამერიკაში სატვირთო მანქანა დადის

Video: “რუსეთი ოკუპანტია” – ამ წარწერით და საქართველოს რუკის სტიკერით ამერიკაში სატვირთო მანქანა დადის

სატვირთო მანქანა საქართველოს რუკის სტიკერით და წარწერით “რუსეთი ოკუპანტია” ამერიკაში დადის. რამდენიმე წამიან ვიდეოს სოციალურ ქსელში გვერდი გიორგი თორელი აქვეყნებს.

 

“პრაიმტაიმი” გიორგი თორელს დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მას აღნიშნული ვიდეო ამერიკიდან ქართველმა ემიგრანტმა გამოუგზავნა, რომელმაც კონტინტენტს მიღმა, ქუჩაში გადაიღო.

 

“ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტმა გამომიგზავნა ვიდეო, რომელი სოციალურ ქსელში დავდე. მგონი, მანქანა წარწერით “რუსეთი ოკუპანტია” ნიუ-ჯერსის ქუჩებში გადაადგილდება.” – ამბობს გიორგი თორელი.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X