
საბერძნეთი ისევ ხანძარს ებრძვის. კუნძულ როდოსზე ამ დრომდე ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას, მაგრამ ახალი კერები ჩნდება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სოფელ მარიცადან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძარს მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც ებრძვის. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩართულია როგორც სახანძრო მანქანები ისევე ვერტმფრენები და თვითმფრინავები.






















