
„სხვა ნანუკას“ სტუმარი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი 11 წლის ლუკა შუბითიძეა.
გურული აქცენტით, სისხარტითა და ტემპერატურით პატარა „ბაღანამ“ გადაცემის წამყვანს თვალზე სილურჯე შეატყო და ბავშვური გულწრფელობით წამოიყვირა: „ვაიმე დედა, ჩემი სიკვტილიიიი, თვალი რამ დაგილურჯა?!“
მას ნანუკამ უხერხულობის გასაფანტად და ასევე, გულწრფელად უპასუხა, რომ სახეზე გარკვეული პროცედურები გაიკეთა, რომელმაც კვალი დაუტოვა… ნანუკას ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ, დამშვიდებულმა ემოციურმა ბაღანამ მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა: „აი, მაგი არაუშავს…“
კურიოზული სიტუაციის შემდეგ, 11 წლის ლუკა გადაცემის წამყვანს უზიარებდა პოპულარობის „სიკეთეებს“.
ამბობს, რომ გურიაშიც ცნობენ და უკვე – თბილისშიც. ამის დასტურად გურული და თბილიურ-შოპინგური მაგალითები მოიშველია.
„პრობლემა მქონდა და საავადმყოფოში ვიყავი, რა მაგარია ეს პოპულარობაააა?! იმდენ სელფებს იღებენ ჩემთან, ყველა მესალმება.
მეუბნებიან „ლუკა როგორ ხარ?” „ბარო ჩემი კაცი…” – მცნობენ და პოპულარული ვარ.
თბილისშიც მცნობენ, ბაზრობაზე ტანსაცმლის საყიდლად ვიყავი, მიცნეს და ვაიმეეე, ეს ფეხსაცმელი 75 ლარი ღირდა, 50 ლარში მოგვცეს. 40 ლარიანი ეს პიჯაკი და ასეთი კლასიკური შარვალი კიდო სახლში მაქვს და 30 ლარში მომცეს.“ – ამბობს ლუკა გურიიდან.
გურული ბაღანა – სხვა ნანუკას აღმოჩენა
გურული ბაღანა – როგორ ცხოვრობს დღეს სხვა ნანუკას აღმოჩენა
Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2020






















