
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მეუფე იაკობთან შეხვედრაზე, როიალზე დაუკრა. ამის შესახებ ომბუდსმენმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„შეხვედრის შემდეგ დეტალურად დამათვალიერებინა მეუფე იაკობმა უნივერსიტეტი, მისი ინფრასტრუქტურა, აუდიტორიები, ტექნოლოგიური აღჭურვილობა. და კი იყო ესეთი ეპიზოდიც, როდესაც ფორტეპიანოზე გარკვეული მელოდია დავუკარი“, – თქვა სახალხო დამცველმა.
შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალმა მმართველმა და ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას საჩუქრად ხატი გადასცა.
სახალხო დამცველსა და პანსიონის ახალ მმართველს შორის შეხვედრა დღეს გაიმართა.
როგორ სახალხო დამცველმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ის ნინოწმინდის პანსიონში მომავალი კვირის ბოლოს შევა.
ასევე ნახეთ:























