21:52 | 2020-06-19 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

Video: საქართველოს ტერიტორიას რუსეთიდან Covid-ინფექციით გარდაცვლილთა გადასვენებისთვის იყენებენ

Video: საქართველოს ტერიტორიას რუსეთიდან Covid-ინფექციით გარდაცვლილთა გადასვენებისთვის იყენებენ

პალიტრანიუსის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსეთიდან ლარსის გავლით საქართველოს ტერიტორიას Covid-ინფექციით გარადაცვლილთა გადასვენებისთვის იყენებენ.

 

მათივე ცნობით, პანდემიის გამო რუსეთის ტერიტორიაზე გარდაცვლილი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქის საკუთარ ქვეყანაში გადასვენება, საქართველოში არსებული დამკრძალავი ბიუროების დახმარებით ხდება.

 

საქართველოს დამკრძალავი ბიუროები უკვე რამდენიმე თვეა, რაც სხვადასხვა ქვეყანაში კოვიდინფექციით გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადამზიდ ტრანზიტულ კომპანიებად იქცნენ.

 

„იქიდან გამომდინარე, რომ საავიაციაო მიმოსვლა დაკეტილია და სახმელეთო გზა აზერბაიჯანს და სომხეთს აქვს ჩვენი გავლით, ხდება საზღვარზე ყაზბეგში შეხვედრა, კატაფალკაში გადმოსვენება და შესაბამისად, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არის, იმ ქვეყნის საზღვრამდე მიყვანა.

 

იქ გვხდება ჭირისუფალი, ან ჩვენნაირი დამკრძალავი ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს ცხედრის ბინაზე მიყვანას. ძირითადად ხდება სომხეთის მოქალაქეების გადმოსვენება, თუმცა იყო შემთხვევა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებიც გადავასვენეთ“, – აცხადებს ერთ-ერთი კერძო დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელი.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X