
დღეს, შუა დღიდან ამ წუთამდე, დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქამდე უჩვეულოდ დიდი საცობია. ბათუმიდან დედაქალაქამდე რამდენიმე ადგილას შეფერხებული მოძრაობაა.
სოციალურ ქსელში მომხმარებლები შეფერხებული მოძრაობის ამსახველ ფოტო და ვიდეო კადრებს აქვეყნებენ.

ფოტო გადაღებულია 16:00 საათზე, თბილისი-გორის ავტომაგისტრალი
მათ შორის ერთ-ერთი მომღერალი ქეთი გომართელია, რომელიც საცობის ფოტოს აქვეყნებს და იქვე წერს, რომ: „ბათუმი-თბილისი ახალი ბლოკბასტერი ფანტასტიკის ჟანრიდან“.

ფოტო გადაღებულია 21:00 საათზე, ბათუმი-ქუთაისის გზა
ბათუმის შემდეგ, გადატვირთული მოძრაობა თერჯოლა-ზესტაფონთან შეინიშნება. ამის შესახებ„პრაიმტაიმს“ ერთ-ერთი მგზავრი ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ თერჯოლიდან ზესტაფონამდე გზის დაფარვას დაახლოებით, ერთი საათი დასჭირდა. ამ მონაკვეთში, რამდენიმე კილომეტრიანი საცობია, მოძრაობა შეზღუდულია.

ფოტო გადაღებულია 22:00 საათზე, თერჯოლა-ზესტაფონის გზა
რაც შეეხება დედაქალაქთან ახლოს, ნატახტარსა და მცხეთას შორის საავტომობილო გზას, იქაც უზარმაზარი საცობია და რამდენიმე კილომეტრიან რიგში მანქანებს დგომა უწევთ.
მგზავრები გადატვირთულ მოძრაობას დამსვენებლების თბილისში უკან დაბრუნებას უკავშირებენ.






















