
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ცრუ დასმენის ბრალდებით დაკავებული ვერონიკა არონია წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
ადვოკატის, ანა ჟღენტის განცხადებით, ბრალდებული დანასაულს აღიარებს და ამბობს, რომ ცრუ-ინფორმაცია ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით გაავრცელა და სენსაციური მასალის შექმნა სურდა.
აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ პროკურატურამ მიმართა სასამართლოს ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნით. პროკურატურა 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა სოციალური მდგომარეობუის გათვალისწინებით მოსამართლემ ვერონიკა აროინია 2500-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.
შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისათვის დაკავებული გოგონას ოჯახის პრესკონფერენცია
⭕Live: შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისათვის დაკავებული გოგონას ოჯახის პრესკონფერენცია
Posted by Prime Time on სამშაბათი, 08 სექტემბერი, 2020






















