17:33 | 2021-07-11 ავტორი: Prime Time

(ვიდეო) შსს ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრებს ასაჯაროებს, რომელიც გარდაცვალების წინა დღესაა ჩაწერილი

(ვიდეო) შსს ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრებს ასაჯაროებს, რომელიც გარდაცვალების წინა დღესაა ჩაწერილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრებს ასაჯაროებს.

 

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, კადრებში ჩანს, რომ ლექსო ლაშქარავა მეგობართან ერთად გუშინ, სხვადასხვა „ლოკაციაზე“ მოპედით გადაადგილდება.

 

ჟურნალისტის კითხვაზე კი, თუ კონკრეტულად სად იყო, პასუხობენ, რომ საბურთალოს რაიონში და ფონიჭალაში.

 

შსს დამატებითი დეტალიზაციისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X