20:13 | 2021-12-21 ავტორი: Prime Time

VIDEO: შტურმი პარლამენტზე – კადრები ოკუპირებული აფხაზეთიდან, სადაც სროლის ხმაც ისმის

VIDEO: შტურმი პარლამენტზე – კადრები ოკუპირებული აფხაზეთიდან, სადაც სროლის ხმაც ისმის

ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის წინ, ვითარება უკიდურესად დაძაბულია. აქ, ოპოზიციის მხარდამჭერები სამართალდამცველების კორდონის გარღვევას შეეცადნენ. ადგილზე ისმოდა სროლის ხმაც.

 

მოგვიანებით,ადგილზე მყოფმა ჟურნალისტებმა დააზუსტეს, რომ ეს იყო პეტარდების აფეთქების ხმა, რომელსაც მომიტინგეები ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა მიმართ იყენებდნენ. დე ფაქტო პარლამენტის შენობის წინ ადგილი ავტობუსებით არის ჩახერგილი.

 

​მიტინგამდე ერთი დღით ადრე, 20 დეკემბერს, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა არასანქცირებულ მიტინგში და უკანონო და ანტისაკონსტიტუციო მოქმედებებში. ოპოზიციას კი ნებისმიერ საკითხზე დიალოგისკენ მოუწოდა.

 

„ჩვენ ვაღიარებთ, რომ არსებობს პრობლემები, გადაუჭრელი საკითხები, მაგრამ სახელმწიფოში მყიფე სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნის საფუძველი არ არის. ნებისმიერი კანონდარღვევა იქნება გამოვლენილი და აღკვეთილი”, – განაცხადა ბჟანიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირი დე ფაქტო მთავრობას მოსახლეობის გაღატაკებასა და კორუფციაში ადანაშაულებს.

 

ავტორი: Prime Time

X