11:42 | 2021-03-05 ავტორი: Prime Time

Video: სპეცოპერაცია სომხეთში – ეჩმიაძინში დაკავებულ 15 პირს შორის ორი „კანონიერი ქურდია“

Video: სპეცოპერაცია სომხეთში – ეჩმიაძინში დაკავებულ 15 პირს შორის ორი „კანონიერი ქურდია“

წუხელ სომხეთის პოლიციამ ქალაქ ეჩმიაძინში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო shamshyan.com იუწყება.

 

სპეცოპერაცია ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში ჩატარდა, რომელიც კრიმინალური „ავტორიტეტების“ ხშირი თავშეყრის ადგილი გახლდათ.

 

აღნიშნული ობიექტიდან პოლიციის განყოფილებაში სულ 15 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის ორი „კანონიერი ქურდი“ – ანდრანიკ საგოიანი, იგივე „ზაპ ლენინაკანსკი“ და ჟირო ბურუტიანი (შაუმიანსკი).

 

 

ამოღებულია კრიმინალური „ავტორიტეტების“ ძვირადღირებული ავტომობილებიც: Lexus, Toyota Land Cruiser, Porsche Panamera, BMW.

 

 

ცნობისთვის: გასული წლის იანვარში სომხეთის პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის თანახმად „კანონიერი ქურდობა“ კრიმინალიზებული გახდა, ქურდული სამყაროს წევრობაზე კი სასჯელი გამკაცრდა.

 

ნახეთ ვიდეო ↓ სპეცოპერაცია სომხეთში

 

ავტორი: Prime Time

X