12:44 | 2021-07-27 ავტორი: Prime Time

VIDEO: სტიქია სვანეთში – გარე სამყაროს სამი თემის სოფელი მოწყდა

VIDEO: სტიქია სვანეთში – გარე სამყაროს სამი თემის სოფელი მოწყდა

სვანეთში უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ცხენისწყალმა ცენტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთი დააზიანა.  მდინარემ, ადიდების შემდეგ, სოფელ საყდართან გზის დაახლოებით 100 მეტრი მონაკვეთი წაიღო.

 

სტიქიის შედეგად გარესამყაროს სამი თემის სოფელი მოწყდა.

 

დაზიანებულ მონაკვეთზე გადაადგილება ამ დროისთვის ნებისმიერი სახის ავტომობილისთვის შეზღუდულია.

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ადგილზე უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა და დღის ბოლოსთვის დროებითი გზა გაიხსნება.

 

ავტორი: Prime Time

X