
ბანგკოკის რკინიგზაზე ერთ-ერთმა მგზავრმა მეორეს შეაფურთხა. ამის ამსახველი კადრი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირდა. მოგვიანებით, ვიდეოს მთავარი გმირი გარდაცვლილი ექიმებმა იპოვეს. ანალიზით დადგინდა, რომ მგზავრს ახალი კორონავირუსი ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ News.com.au ავრცელებს.
პოლიციამ გარდაცვლილის იდენტიფიკაცია მოახდინა. ის 56 წლის ანან სახოხი აღმოჩნდა. მამაკაცი ბანგკოკიდან ნარატხივატში მიემგზავრებოდა.
მატარებელში ჩასხდომამდე სახოხმა ტემპერატურის შემოწმება გაიარა, თუმცა ის უკან არ გააბრუნეს. მგზავრები ჰყვებიან, რომ ის მთელი გზა ახველებდა და ტუალეტში აღებინა, სადაც იპოვეს კიდეც მისი ცხედარი.
სამართალდამცველები ამ წუთებში ეძებენ ადამიანს, რომელსაც სახოხმა შეაფურთხა, რადგან შესაძლოა რომ მას ინფექცია გადაედო.






















