
“გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს რამე თუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება”,- ამ სიტყვებით შეაჯამა არცევნების მეორე ტური საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურბიშვილმა საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, არჩევნები ჩატარდა თავისუფლად ოპოზიციის გაუმჯობესებული შედეგებით.
“არჩევნები დასრულდა და მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს ცუდად ჩატარებული არჩევნები მიუხედავად არნახული პოლარიზაციისა და სიძულვილის ენისა მინდა მივულოცო გამარჯვება საკრებულოს წევრები, მერებს და და ვუსურვო წარმატებული საქმიანობა.
არჩევნებმა ჩაიარა მშვიდად რამე თუ უპრეცედენტოდ დაბალი იყო ინციდენტების რაოდენობა თვით უბნებში. არჩევნები ჩატარდა თავისუფლად ოპოზიციის გაუმჯობესებული შედეგებით რაც პირდაპირ კავშირშია ამომრჩევის ნების თავისუფალ გამოხატვასთან, ასევე კანდიდატების შედეგებს შორის განსხვავების შემცირება დამახასიათებელია დემოკრატიული არჩევნებისთვის.
ნიშანდობლივია, რომ ცესკოს მიერ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება შეფასდა როგორც პროფესიონალიზმის მაღალი დონე. არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს რამე თუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება. ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და სტაბილურობა, რათა დაუბრუნდეს განვითარების გზას საზოგადოებას კი მშვიდობა პოლიტიკური დაპირისპირებიდან საქმეზე გადასვლა. ერთის მხრივ კონცენტრირება იმ მთავარ საკითხზე, რომლის დაძლევა მარტო არცერთ ძალას შეუძლია და მეორე მხრივ დესტაბილიზაციის მცდელობების დასრულება რამე თუ დესტაბილიზაცია გარე ძალებს შეუწყობს ხელს”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
- VIDEO: არ დაგვწყევლოას ახლა – რა მოხდა ნიჭიერის სცენაზე, სადაც მკითხავმა რუსკას ყავის ჭიქაში ჩაიხედა























