
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, თელავში, მე-13 საარჩევნო უბანთან კარავი დადგეს, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სიებით ისხდნენ.
ბოტკოველის განმარტებით, მათ უკვე მიმართეს საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს და ფაქტზე რეაგირება მოითხოვეს.
„ქართული ოცნების“ თელავის შტაბის ხელმძღვანელის, პლატონ კალმახელიძის განმარტებით, კარავთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობს და ვითარებაში გაერკვევა.
თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, კარვის დემონტაჟი უკვე დაწყებულია და ეზოდან მის გატანას გარკვეული დრო დასჭირდება.
ნახეთ ვიდეო ⇓
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები






















