10:53 | 2021-11-17 ავტორი: Prime Time

VIDEO: „წააქცია და თავში ჩაავლო კბილები, ფაქტიურად კლავდა“ – თბილისში ძაღლმა ბავშვები დაგლიჯა

VIDEO: „წააქცია და თავში ჩაავლო კბილები, ფაქტიურად კლავდა“ – თბილისში ძაღლმა ბავშვები დაგლიჯა

„10 დღის წინ, სამხედო ქალაქთან, ვისოლის გაზგასამართი სადგურის მიმდებარედ, უპატრონო თეთრი მეცხვარე თავს დაესხა ორ ბავშვს. ერთი შედარებით პატარა, ასე 7-8 წლის, წააქცია და თავში ჩაავლო კბილები. ფაქტიურად კლავდა.“,- ინფორმაციას ჯგუფი „სამხედრო ქალაქი“ ავრცელებს.

„თანაშიმშილობა მიმაჩნია უდიდეს შეცდომად“ - იაგო ფრანგიშვილი სააკაშვილის თანამოაზრეებზე
2021-11-17„თანაშიმშილობა მიმაჩნია უდიდეს შეცდომად“ - იაგო ფრანგიშვილი სააკაშვილის თანამოაზრეებზე

 

„შემთხვევით გავიარე, დავინახე გაჩერებული მანქანა რომლიდანაც გადმოსული კაცი ცდილობდა ძაღლის მოგერიებას. იქვე იყო ვისოლის ორი თანამშრომელიც. გავაჩერე მანქანა და ვცადე დახმარება. ძაღლია არავის ეპუებოდა. სხვა გზა არ იყო. ავიღე დანა და ჩავარტყი ძაღლს. თუ ვინმეს ამასთან დაკავშირებით პროტესტის გრძნობა გაგიჩნდებათ, მომწერეთ პირადში. იქ არც ადამიანი დამიშლის რამეს და არც სხვა რამ შემაკავებს ერთიორი ტკბილი სიტყვა რომ გითხრათ. აქვე ვდებ იმ ბავშვის ფოტოებს. სახელი და გვარი არ მიკითხავს. გახოკიძეზე ცხოვრობს. თუ დაინტერესდებით, იპოვით“,- წერს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

 

მათი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ძაღლები ძალიან აგრესიულები არიან. 

 

„ეს არის ბავშვის ფოტო, რომელიც რამოდენიმე დღის წინ დაგლიჯა ძაღლმა სამხედრო ქალაქში. მანამდე და მას შემდეგაც იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ძაღლმა დაკბინა ბავშვები და უფროსებიც. ბავშვებს ვერ ვუშვებთ მარტოებს სკოლაში და თვითონაც გვეშინია უფროსებს ფეხით გავლა. მთელ სამხედრო ქალაქში ჯგროდ დადიან ძაღლები და უმიზეზოდ ესხმიან თავს გამვლელებს. ძალიან გთხოვთ, ვისაც ეხება ყველას, მოგვაქციოთ ამ მხრივ ყურადღება და გააკეთოთ ყველაფერი რაც საჭიროა. ვიცი, რომ დარეკილია შესაბამისს სამსახურებში, მაგრამ პრობლემა ისევ მოსაგვარებელია“,- წერენ ჯგუფში.

 

 

სამხედრო ქალაქის მცხოვრებნი დახმარებას ითხოვენ, რადგან როგორც ჯგუფში წერენ, ასეთი შემთხვევები გახშირდა და ძაღლები მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

 

 

ავტორი: Prime Time

X