
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რესტორნებისა და კაფე-ბარების მხოლოდ ღია სივრცე სულ რამდენიმე დღეა რაც ამუშავდა. თუმცა, კლიმატური პირობების გამო, მუშაობა ფაქტობრივად შეუძლებელია.
ამას ერთ-ერთი რესტორნის მიერ გავრცელებული ვიდეო კადრებიც ადასტურებს.
ცივ ამინდში, ინტენსიურ თოვასა და მაგიდაზე არსებულ თოვლის სქელ საფარზე ცხელი ყავის დასალევად შესული მომხმარებელი ბარის მაგიდაზე ფინჯნისა და ლამბაქის დადებას ვერ ახერხებს. თანაც მომხმარებელს ცხელი სასმლის მირთმევა თოვლის ქათქათა და დიდი ფანტელების დანამატით უწევს…
ვიდეოს „ტერასა სიღნაღი” ავრცელებს. სოციალურ ქსელში კადრები ასე დაასათაურეს:
„ა ბატონი ღია სივრცეში ვმუშაობთ” – წერს რესტორნის ადმინისტრაცია.
როცა მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნებსა და კაფე-ბარებში მხოლოდ ღია ნაწილის ამოქმედება დაანონსდა, ამ გადაწყვეტილებას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, როგორც ჩანს, არც თუ ისე უსაფუძვლოდ…






















