
ამ წუთებში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე და ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას იკეთებენ.
ვაქცინაცია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მიმდინარეობს. ამასთან, პაატა იმნაძის თმით, ის მზადაა ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში გაიკეთოს. დღესვე ვაქცინას გაიკეთებს პირველი რეგისტრირებული ექიმი თამარ გიორგაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია:
რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/
რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/+






















