15:14 | 2020-06-12 ავტორი: Prime Time

VIDEO: უკანასკნელი წუთები – როგორ ცდილობენ 13 ივნისის სტიქიისგან თავის დაღწევას დები ზარანდიები და სერგო კაპანაძე

VIDEO: უკანასკნელი წუთები – როგორ ცდილობენ 13 ივნისის სტიქიისგან თავის დაღწევას დები ზარანდიები და სერგო კაპანაძე

13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული სერგო კაპანაძის გამზრდელი ბებია ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სხვა რაკურსში“ დები ზარანდიებისა და მისი შვილიშვილის უკანასკნელ გზაზე საუბრობს.

 

მისი თქმით, ერთ-ერთ ვიდეოში, სწორედ სერგი, ლიზა და ინდირა ჩანან, რომლებიც სტიქიისგან თავის დაღწევას ცდილობენ.

 

 

შეგახსენებთ, სერგო კაპანაძე სტიქიის დროს დებ ინდირა და ლიზა ზარანდიებთან ერთად სვანიძის ქუჩაზე იმყოფებოდა.

 

ები რამდენიმე დღეში გარდაცვლილები იპოვეს, სერგო კაპანაძეს კი ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

 

13 ივნისის სტიქიის შედეგად, სულ 21 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სწორედ, მათი ხსოვნის საპატივცემულოდ ვერეს ხეობას 23 მარადმწვანე, განსაკუთრებული ჯიშის ხე შეემატა.

ავტორი: Prime Time

X