
17 იანვარს, შავ ზღვაში თურქეთის სანაპიროსთან რუსული გემი ჩაიძირა. ძლიერი ტალღების გამო გემი ორ ნაწილად გაიხლიჩა და ჩაიძირა.
როგორც ცნობილია, გემზე უკრაინელი და რუსი მეზღვაურები იმყოფებოდნენ. კატასტროფის შედეგად 3 მათგანი დაიღუპა, 3 დაიკარგა, ხოლო 6 გადარჩა.
12-კაციანი ეკიპაჟის გემი ფოთიდან ბულგარეთში მიემართებოდა. ის კომპანია Arvin Shipping LTD-ს ეკუთვნოდა.






















