22:44 | 2020-07-25 ავტორი: ალექსი ქამადაძე

Video: „უნდოდა ყველაფერი იდეალურად გაეკეთებინა“ – მეგობრები თამარ ბაჩალიაშვილს იხსენებენ

Video: „უნდოდა ყველაფერი იდეალურად გაეკეთებინა“ – მეგობრები თამარ ბაჩალიაშვილს იხსენებენ

„მიზანდასახული იყო, უნდოდა, რომ ყველაფერი იდეალურად გაეკეთებინა“, – ასე იხსენებენ თამარ ბაჩალიაშვილს მეგობრები.

 

ბოლოს შოკოლადიანი ბლინები გამოაცხო და ამომიტანა... - თამარ ბაჩალიაშვილს მეზობელი იხსენებს
2020-07-25ბოლოს შოკოლადიანი ბლინები გამოაცხო და ამომიტანა... - თამარ ბაჩალიაშვილს მეზობელი იხსენებს

 

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. აღნიშნულ ავტომობილში საგამოძიებო სამუშაოებისას აღმოჩენილია წერილი წარწერით „ანაბარზე თანხაა გამოიყენეთ”. წერილის ნამდვილობის დასადგენად, კალიგრაფიული ექსპერტიზა მიმდინარეობს.

 

გარდაცვლილ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძალეს.

 

5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 23 წლის ანა ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

 

გოგონას სიკვდილის სავარაუდო მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება, რომელსაც ოჯახი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, რაც იმას ნიშნავს რომ ადვოკატთან ერთად, საქმის მასალების გაცნობას შეძლებს.

 

ასევე ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ექსპერტ-კრიმინალისტებმა გარკვეული სახის მედიკამენტები და წერილი იპოვეს.

 

 

ვიდეო: ტვ პირველი

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X