
თბილისში, ვარკეთილში ხანძარია.
ვიდეო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაავრცელა. როგორც კადრებიდან ირკვევა, ხანძარი მრავალსართულიანი კორპუსის სავარაუდოდ, მეექვსე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბინაში ბუნებრივი აირი აფეთქდა, რამაც ცეცხლის გაჩენა გამოიწვია.
„პრაიმტაიმის“ ჯგუფი გასულია შემთხვევის ადგილზე.
ასევე წაიკითხეთ და ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები






















