
ინფექციური საავამდყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე იუმორისტულ გადაცემაში იმყოფებოდა, სადაც წამყვანის კითხვაზე რომელია ცერცვაძეს, იმნაძესა და გამყრელიძეს შორის დარტანიანი ქვეყნის პირველი ინფექციონისტი ასე პასუხობს.
„სამი მუშკეტერი როგორც გახსოვთ იყვნენ: ათოსი, პორთოსი და არამისი, ხოლო დარტანიანი მეოთხე იყო. ვფიქრობ, რომ ის გახარიაა“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ BBC-მ ქართველ ინფექციონისტებს სტატია მიუძღვნა და თენგიზ ცერცვაძეს, ამირან გამყრელიძეს და პაატა იმნაძეს „სამი მუშკეტერი“ შეარქვა.























