
სოციალურ ქსელში პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანისა და ბიზნესმენ ჯონი გიგანის შვილი, პიანისტი ირმა გიგანი ოჯახურ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თაკო ჩარკვიანი როიალზე უკრავს და ცნობილ სიმღერას ასრულებს.
“ჩუმად ჩაწერილი – დედა- სახლი- ჩვენი ბებერი როიალი” – წერს ირმა გიგანი.
ამავე პოსტის კომენტარების ველში ირმა გიგანს თავად თაკო ჩარკვიანი ასე პასუხობს:
“ესე იგი, სახლშიც არ “მომასვენა” ამ პაპარაცმა ჩემმა შვილმა, რაც ჩამოვიდა და ყირაზე დაგვაყენა მე და მამამისი” – წერს ჩარკვიანი.






















